понедельник, 16 июля 2018 г.

მეცხრე დღე

           ტრენინგის ძირითადი კურსი " პროექტებით სწავლება ისტ - ის ინტეგრირება", რომელიც  მოიცავს რვა მოდულს, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტრენერის მითითებით განვიხილეთ ისეთი დეტალები, რომლებიც  მნიშვნელოვანია პროექტის სწავლებისათვის. შევადგინეთ ბუკლეტების ელექტრონული ვერსია, დავწერეთ პროექტის გეგმა, შევქმენით პრეზენტაცია.
         დღევანდელი სამუშაო დღე დაიწყო მონაწილეთა პრეზენტაციით, მოვუსმინეთ  და განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ვიდეო გაკვეთილების გვერდი ict.tpdc.ge
 აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომლის ფარგლებშიც გავეცანი ბევრ საინტერესო მასალას..აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგში ათვისებულ სიახლეებს სასწავლო პროცესში.საკითხები ძალზე მნიშვნელოვანი გახლდათ და არ არის არც ერთი თემა, რომელსაც ვერ გამოვიყენაებ ან არ გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში, არ ყოფილა არც ერთი საკითხი, რომელზედაც ტრენერმა არ ისაუბრა ამომწურავად და რომელიც დარჩა პასუხგაუცემელი. ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და შედეგიანი იყო.
       დიდი მადლობა ტრენერს საოცარი პოზიტიური გარემოს შექმნისა და საინტერესო ტრენინგისათვის.

суббота, 14 июля 2018 г.

მერვე დღე

       დღე იყო მეტად დატვირთული. მუშაობა დავიწყეთ დიფერენცირებული სწავლებით. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში სპეციალური საჭიროებების, არაქართულენოვანი მოსწავლეების და მაღალი აკადემიური მოსწავლეების შესახებ საჭირო მასალების შეტანით.
       შემდეგ გავეცანით ფასილიტაციას, ვნახეთ სხვადასხვა ფაილები, გავეცანით მოსწავლის ბუკლეტს, რომელიც ივსება მოსწავლის მიერ და შემდგომ გადაეგზავნება მშობელს.
      შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო საქაღალდის განთავისულება ზედმეტი ფაილებისაგან.
      ვისწავლეთ პროექტის ატვირთვა დისკზე და მისი გადატანა ბლოგზე.

среда, 11 июля 2018 г.

მეშვიდე დღე

         დღე დავიწყეთ შეფასების ფორმების გაცნობით. კერძოთ განმავითარებელი თვითშეფასების შეფასება, პორთფოლიოს რუბრიკის შეფასება, პორთფოლიოს მახასიათებლების ჩეკლისტი, პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი, გაზეთის შეფასების ჩეკლისტი და  ბუკლეტის შეფასების ჩეკლისტი.
       ვისაუბრეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ეფექტურედ სწავლის პროცესის ხელშეწყობის და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით ჩვენს მიერ გაკეთებული შეფასების რუბრიკები შევინახეთ საქაღალდეში.
ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. სევავსეთ პროცედურები

понедельник, 9 июля 2018 г.

მეექვსე დღე

დღე დაიწყო  მოსწავლეთა ნიმუშის გაცნობით,შემდეგ შევასრულეთ პრეზენტაციის შაბლონის შევსება. გავეცანით მოსწავლის გაზეთის შაბლონს, შევავსეთ ზოგიერთი ნაწილი.ასევე გავეცანით მოსწავლეთა ბროშურის შაბლონს. შევასრულეთ პრეზენტაციის გადაგზავნა იმაილში, რომლიც  სახლში უნდა შევავსოთ.
ვისწავლეთ ბლოგზე მუშაობა, კერძოთ გვერდების ჩაშენება, დიზაინის შექმნა

суббота, 7 июля 2018 г.