воскресенье, 17 апреля 2016 г.

ფიგურების გამოყენებით ნახატების შექმნა



გაკვეთილის მთავარი თემა
ფიგურები გამოყენებით  ნახატების შექმნა
მასწავლებლის სახელი, გვარი
თამარ კვერნაძე
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური, V კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23  მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
         მოსწავლემ უნდა შეძლოს სხვადასხვაგვარი ფიგურის გამოყენებით ნახატების შექმნა.
         შეისწავლის ფიგურათა მონიშვნა-კოპირებას, ზომების შეცვლას.
         განივითარებს კომპიუტრთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
         აცნობიერებს სხვადასხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფის (მაგალითად: ტექსტური რედაქტორი, გრაფიკული რედაქტორი, ელექტრონული ცხრილი) დანიშნულებას და ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს მათ (მაგალითად: მონიშვნა, კოპირება, ჩასმა, ფორმატირება);
ის ტექნ. V. 4. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
         აცნობიერებს შესანახი მოწყობილობების მეხსიერების შესაძლებლობებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის ელემენტები ფანქრის, ფუნჯის, საშლელის ხმარება, ფერთა პალიტრის გამოყენება. სურათის გახსნა-დამუშავება-შენახვა(Save, Save As), ფერის ჩასხმა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი შეფასებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები



V კლასის სახელმძღვანელო „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“-ავტორი ნინო ჯამასპიშვილი.
დაფა, ცარცი, ფერადი ქაღალდები.
კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა (15 წთ).
მისალმება, კლასის ორგანიზება
შესწავლილი მასალის გამეორება
აქტივობა 1 - მოსწავლეებს ვთხოვ დაფაზე დახატონ სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურა, შემდეგ ანალოგიური ფიგურები გამოჭრან ფერადი ფურცლებისაგან. მოსწავლეები გამოჭრილი ფიგუებისაგან ქმნიან ხეს.
გაკვეთილის B ფაზა - შინაარსის რეალიზება (20 წთ).
აქტივობა 1 - მოსწავლეებს ვუხსნი, რომ ანალოგიური ხე შეიძლება დაიხატოს Paint-ში. ვუჩვენებ რამდენიმე სურათს, პარალელურად ვსვავ კითხვას: შეუსრულებიათ თუ არა მსგავსი ნახატები სახატავ რვეულში?
აქტივობა 2 - კლასს ვყოფ 3  ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ვთხოვ  გრაფიკული ობიექტების გამოყენებით დახატონ ფიგურბი.
 პირველ ჯგუფმა  დახატოს ნაძვის ხე.
 მეორე ჯგუფმა დახატოს თოვლის პაპა
 მესამე ჯგუფმა დახატოს ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები.
დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები  ელექტრონული ფოსტით მასწავლებელთან გზავნიან  ნამუშევარს.
აქტივობა 3 - მოსწავლეებს ელ. ფოსტით ვუგზავნი სხვადასხვა სახის ფერად  ფიგურებს. მოსწავლეებს ევალებათ ვინ უფრო სწრაფად  ააწყობს სახლს სწორად.
გაკვეთილი C ფაზა- გამთლიანება (10 წთ).
აქტივობა 4. სახელმძღვანელოს დისკზე მოცემული სავარჯიშოების შესრულება და შემაჯამებელი კითხვები.

Комментариев нет:

Отправить комментарий